თამაშგარე

12:04 | 11.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

რას ჭამენ გერმანიაში

 

 გერმანელი დიეტოლოგები ფიქრობენ, რომ აუცილებელია, გერმანიის ბუნდესლიგის კლუბებში კვების რაციონი საფუძვლიანად გადაიხედოს და მნიშვნელოვანი კორექტივები განხორციელდეს. მათი აზრით, ევროპაში სიმსუქნისაკენ ყველაზე მეტად სწორედ ბუნდესლიგაში მოღვაწე ფეხბურთელები არიან მიდრეკილნი, რადგან მათ, როგორც წესი, არასწორად კვებავენ და ეს ყველაფერი მთლიანობაში სპორტულ წარუმატებლობებში გამოიხატება. გერმანიის საფეხბურთო კავშირი დიეტოლოგებს დათანხმდა იმაზე, რომ რამდენიმე ფეხბურთელზე ჩაატარონ კვლევა და მათი ვარაუდები თუ დამტკიცდა, შესაძლებელია, კლუბებს კვების რაციონში მნიშვნელოვანი კორქტივების შეტანა მართლაც დასჭირდეთ.
დღეს გერმანიის ბუნდესლიგის კლუბებში დილის, ვარჯიშებსშორისი და საღამოს კვება თითქმის სტანდარტულია. დილით: ბურღულეული, ცოტა ბოსტნეული, რამდენიმე კვერცხი და შესაძლებელია ცოტა ტკბილეული. სადილზე: ხორციანი წვნიანი, მშრალი ხორცეულობა, თევზი (ძირითადად მოხარშული) და ბოსტნეულის სალათი. სამხარზე: მსუბუქი წვნიანი, დაბეგვილი ხორცი, ცოცხალი ბოსტნეული, ხილი, ხილის წვენი. ვახშამზე: ცოტაოდენი მოხარშული ხორცი, ბოსტნეულის წვნიანი, რამდენიმე სახის სალათი, 1 ჭიქა წითელი ღვინო.
როგორც ვხედავთ, კვების მხრივ გერმანული საფეხბურთო კლუბები ფეხბურთელებს მართლაც რომ მრავალფეროვნად კვებავენ, მაგრამ სხვა ამბავია, რამდენად სწორია ეს კვება. თუმცა, ბუნდესქვეყნელი დიეტოლოგების ვარაუდები ჯერ კვლევამ უნდა დაადასტუროს და თუკი მათი ეჭვები საფუძვლიანი გამოდგა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გადაიხედოს ბუნდესლიგელების კვების რაციონი.
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091165