მექსიკელი ლამაზმანი, რაკელ პომპლანი, აგერ უკვე მესამე წელია, რაც “ბრძოლა წესების გარეშეს” წამყვანია და სპორტის ამ ოდიოზურ სახეობას თავისი ეშხით განსაკუთრებულ პეწსა და სილამაზეს აძლევს.
თუმცა, რაკელი მხოლოდ ამგვარი პოპულარობით არ დაკმაყოფილდა და ჟურნალ “ფლეიბოისათვის” ისეთი თამამი და კოხტა ფოტოები გადაიღო, მისი სურათების ხილვა საჭურის აღა მახმად ხანსაც კი გაულამაზებდა ბეჩავ და სამყაროზე გამწარებული ბოროტი კაცის ყოფას.
რაკელ პომპლანი ამჟამად 25 წლის გახლავთ და მისი მშობლიური ქალაქის, ტიხუანას მკვიდრნი, ასეთი ცნობილი თანაქალაქელით თურმე ძალიან ამაყობენ. ხუმრობა საქმე ხომ არაა, რაკელი “ფლეიბოიმ” ზაფხულის ყველაზე მიმზიდველ ლათონოამერიკელ ქალად დაასახელა. ასეთ მძაფრ კონკურენციაში პირველობა უდავოდ დასაფასებელია.







