კალათბურთი

14:50 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაიან ჰოლინსი “საკრამენტო კინგზში” ითამაშებს

Yahoo.com-ის ცნობით, თავისუფალმა აგენტმა, ცენტრმა რაიან ჰოლინსმა “საკრამენტო კინგზთან” ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამერიკელი კალათბურთელის შეძენით ასევე დაინტერესებულები იყვნენ: “მაიამი ჰიტი”, “დეტროიტ პისტონსი”, “ჩიკაგო ბულზი” და “სან ანტონიო სპურსი”.

ჰოლინსმა კარიერა 2006 წელს “შარლოტ ბობკეტსში” დაიწყო. შარშანდელ სეზონში, რაიანი “ლოს ანჯელეს კლიპერსის” ღირსებას იცავდა, სადაც მისი მონაგარი ლიმიტირებულ 7.5 წუთში 2.3 ქულა და 1.5 მოხსნა გახლდათ.

ლაშა ქოიავა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100646