რაგბი

13:18 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რაგბი აერთიანებს” – ასპინძის სარაგბო ფესტივალი

25 ივლისს სტარტი აიღო საბავშვო სარაგბო ფესტივალების სერიის პირველმა ტურნირმა – “ასპინძის სარაგბო  ფესტივალი”. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა, აღმოსავლეთ საქართველოს  ნაკრებმა (ამერი), აღმოსავლეთ კენტის რეგიონალური რაგბის კლუბის ორმა გუნდმა: “იომენ” და “ინვიქტა”.

ტურნირის განრიგის მიხედვით, გუნდებმა 6 შეხვედრა გამართეს ერთმანეთის წინააღმდეგ. თითო მატჩი ორი თორმეტ წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა.

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრები – “ამერი” და კენტის “ინვიქტა” შეხვდნენ, რომელშიც ინგლისელებმა 20:10 გაიმარჯვეს. მეორე შეხვედრა საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრებსა და კენტის “იომენს” შორის გაიმართა. ამჯერად მასპინძლებმა დამაჯერებლად შესძლეს სტუმრების დამარცხება ანგარიშით 30:5.

გამართული ორი მატჩის შემდეგ, ოც წუთიანი შესვენების დრო დადგა, რომლის დასრულების შემდეგ მოედანზე საქართველოს 15 წლამდელები აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრაში ნაკრებმა ამერს 15:5 სძლია. ქართველების შემდეგ ინგლისური დუელი გაიმართა. შეხვედრაში კვლავ “ინვიქტამ” გაიმარჯვა, ანგარიშით 35”10.

სათამაშო დღის მესამე რაუნდში ერთმანეთს უკვე პირველ ორ მატჩში დამარცხებულები – “ამერი” და “იომენი” შეხვდნენ. ამჯერად ამერმა არაფერი დაუთმო მოწინააღმდეგეს და 25:0 გაიმარჯვა.

წინ საფესტივალო სერიის პირველი ტურნირის საფინალო შეხვედრა რჩებოდა, რომელშიც დაუმარცხებლები – საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრები კენტის “ინვიქტას” დაუპირისპირდა. შეხვედრაში უპირატესობა ქართველმა 15 წლამდელებმა მალევე მოიპოვეს და რამოდენიმე ლელოც მიითვალეს. მეორე ნახევრის შუაწელში ინგლისელებმაც შეძლეს ქართველების დალელოვება და შეხვედრა 35:5 დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ.

 

საერთაშორისო საფესტივალო სერიის მეორე ტური

სერიის ფარგლებში მარტყოფის სარაგბო ბაზაზე 28 და 29 ივლისს გაიმართება “თბილისის სარაგბო ფესტივალი“, რომელშიც ასპინძის ტურნირში მონაწილე გუნდებს დასავლეთ საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები – “იმერი” დაემატებათ.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114874