ფეხბურთი

13:13 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფინია სამი მატჩით დასაჯეს

გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა მიუნხენის “ბაიერნის” განაპირა მცველს რაფინიას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

შაბათს, დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატჩში, რაფინიამ მეტოქე ნახევარმცველს გენრიხ მხითარიანს სახეში ხელი ჩაარტყა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო.

28 წლის ფეხბურთელი ბრაუნშვეიგის “აინტრახტთან”, ბრემენის “ვერდერთან” და “ჰამბურგთან” ვერ ითამაშებს. 

მიმდინარე სეზონში რაფინიამ “ბაიერნში” 42 მატჩი ჩაატარა და ბუნდესლიგაში ოქროს მედლები ნაადრევად მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114287