ჩოგბურთი

22:54 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფას რთული და “საამაყო” მოგება

 რაფა ნადალს ბარსელონას საჩოგბურთო ტურნირი რვაჯერ (2005, 2006, 2007, 2008, 2009, 2011, 2012, 2013) მოუგია, წლევანდელ შეჯიბრებაზე კი რეიტინგსიის პირველმა ნომერმა მეორე წრეში თანამემამულე ალბერტ რამოსის 7:6, 6:4 ძლევით დაიწყო. მატჩი თითქმის 2 საათს გაგრძელდა, რამოსთან პირად შეხვედრებში კი რაფა 2:0 დაწინაურდა.

კლასიფიკაციაში 103-ე საფეხურზე მყოფ 26 წლის რამოსთან დაპირისპირებისას ნადალმა 3 ბრეიკი და ერთიც ეისი შეასრულა. ბარსელონას ტურნირის მესამე სტადიაზე რაფა ხორვატ ივან დოდიგს შეხვდება, რომელმაც ასპარეზობას ესპანელი ფელისიანო ლოპესი ჩამოაშორა.

“მიუხედავად იმისა, საუკეთესო მატჩი რომ არ ჩამიტარებია, მაინც კმაყოფილი ვარ. მონტე კარლოში განცდილი მარცხის შემდეგ პირველად გავედი კორტზე და ვიცოდი, რთული შეხვედრა რომ მელოდა. კარგად ვიბრძოდი და ვამაყობ დღევანდელი მოგებით. მეტად მნიშვნელოვანია, როდესაც საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენ და მაინც იმარჯვებ. ტურნირის მსვლელობისას თამაშის მომატება მმართებს. ბევრს ვმუშაობ, რათა კორტზე უფრო აგრესიულად გამოვიყურებოდე. მომდევნო შეხვედრაში ასეც იქნება”, - “დაემუქრა” 27 წლის რაფა დოდიგს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111565