ჩოგბურთი

22:57 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფას ბარსელონური მეოთხედფინალი

კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში მიმდინარე Barcelona Open Banc Sabadell-ის მესამე წრეში რაფა ნადალმა ხორვატ ივან დოდიგს 6:3, 6:3 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.  ამ ეტაპზე ბარსელონას შეჯიბრების რვაგზის და მოქმედი ჩემპიონი თანამემამულე ნიკოლას ალმაგროს შეხვდება. ალმაგრომ მერვედფინალში კიდევ ერთ ესპანელს, ფერნანდო ვერდასკოს 6:3, 6:3 სძლია.

ნადალისა და დოდიგის დაპირისპირებას რაც შეეხება, პირენელი მთელი მატჩის განმავლობაში თვალნათელ უპირატესობას ფლობდა, დოდიგი მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში უწევდა ღირსეულ წინააღმდეგობას (განსაკუთრებით მეორე სეტის მეექვსე და მერვე გეიმებში), მთლიანობაში კი რაფამ მეოთხედფინალის საგზური მაინც იოლად მოიპოვა.

ბარსელონას ტურნირის საპრიზო ფონდი 2127035 ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111293