ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, უკვე იმდენ ცნობილ ქალს უყვარს, რომ მათი ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს. არიან ქალები, რომლებიც რაფასთან მხოლოდ ერთი ღამის გატარებაზეც თავპატიჟდაუდებლად არიან ყაბულს. თუმცა, საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი ესპანელი გოგონა, სანდრა მარტინესი ირწმუნება, რომ ნადალის გულს საბოლოოდ სწორედ იგი მოიგებს.
“არ მაინტერესებს რაფას ქონება და არც მისი პოპულარობა მაღელვებს. მე ნადალი როგორც მამაკაცი მომწონს და იგი სრულიად უცნობი კაციც რომ ყოფილიყო, მაინც ვიბრძოლებდი მისი გულის დასაპყრობად. ვიცი, რომ ძალიან გამიჭირდება მის თაყვანისმცემლებთან გამკლავება, მაგრამ მჯერა, რომ რაფა სწორედ მე დამრჩება” – გაუმხილა ესპანელ ჟურნალისტებს 23 წლის სანდრამ.
რაფაელ ნადალი ამჯერად ოფიციალურად ესპანელ მოდელსა და ტელეწამყვანს, ხისკა პერეირას ხვდება, თუმცა მასთან იმდენ ქალს აკავშირებენ, რომ ძნელია გაიგო, რაა მართალი და რა ტყუილი. ასევე რთული სათქმელია, რამდენად რეალურია სანდრა მარტინესის შანსი რაფას გულის დაპყრობის საქმეში. მაგრამ, ამ ქალის შეუპოვრობა მართლაც გასაკვირია.







