თამაშგარე

10:02 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ მარკესის ცოლი ერთბაშად სამ ჟურნალთან თანამშრომლობს

ვეტერანი მექსიკელი ფეხბურთელის, რაფაელ მარკესის ცოლი, ჯაიდი მიჩელი ერთბაშად სამი ლათინოამერიკული ჟურნალის სახე გახდა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ეს ქალბატონი თავისი სილამაზით არაერთი შავტუხა ლათინოამერიკელი მამაკაცის გულს გაახარებს.

ადრე უკვე ვწერდით, რომ ჯაიდიმ და მისმა ქმარმა საკუთარი ჟურნალის გამოშვებაც სცადეს და ახალი ”ყვითელი“ ჟურნალის პრეზენტაციაც დიდი პომპეზურობით ჩაატარეს, მაგრამ ამჟამად ის ჟურნალი აღარ გამოდის, გამოცემის დახურვის მიზეზებზე კი ჯაიდი არაფერს ამბობს.

ლათინურ ამერიკაში და ამ შემთხვევში მექსიკაში, ჟურნალში გამოჭიმული ლამაზი ქალის ფოტოები რა თქმა უნდა არავის უკვირს, მაგრამ რაფაელ მარკესის ცოლმა მაინც შეძლო და განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. ამ პოპულარობას მავანნი ჯაიდი მიჩელის ქმრის ავტორიტეტს მიაწერენ და შესძლებელია ეს აზრი სიმართლესთან არც ისე შორს იყოს.

0.165063