ჩოგბურთი

15:01 | 20.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფა მესი-რონალდუს აქებს და ვუდსით აღფრთოვანებულია

 გუშინ გავლენიან ჩოგბურთელთა შესახებ გამცნეთ, რომელთა შორის რაფა ნადალიც ფიგურირებდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ თავად მალიორკელის საყვარელ სპორტსმენთა თაობაზე და ამ კითხვით გასულ უიკენდზე ინდიან უელსის ტურნირის ტრიუმფატორს მიმართეს.

“არასაჩოგბურთო სამყაროდან ჩემ აღტაცებას არაერთი ადამიანი იწვევს. განსაკუთრებით იმ პიროვნებებს ვაფასებ, რომლებიც სხვებს უანგაროდ ეხმარებიან. წმინდა სპორტულ ასპექტზე თუ ვისაუბრებთ, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გამოვარჩევდი. მათ შეჯიბრებას ფეხბურთი უფრო მაღალ, ახალ საფეხურზე აჰყავს და თავთავიანთ სტატისტიკასაც ლამის ყოველ ტურში აუმჯობესებენ. ძალიან მომწონს მეგოლფე ტაიგერ ვუდსიც. ასპარეზობისას იგი ყოველთვის მაქსიმალურადაა კონცენტრირებული და საჭირო მომენტში სათანადო დარტყმის შესრულება ხელეწიფება. სპორტსმენთა დიდი ნაწილი საკვანძო დროს საუკეთესო თვისებების გამოვლენას ვერ ახერხებენ. როდესაც ვუდსი თამაშობს, თვალები უელვარებს, მხოლოდ მოგებისკენაა მიმართული. როგორ შეიძლება ამან არ აღგაფრთოვანოს”? – რაფა კითხვას კითხვითვე პასუხობს. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106025