დღეს ბოლნისის "თამაზ სტეფანიაზე" ამხანაგური მატჩი გაიმართა: "სიონმა" რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლა და 1:2 წააგო. როგორც იცით, ორივე გუნდს ამ ზაფხულს მწვრთნელი შეეცვალა - "სიონში" გიორგი კიკნაძე დაინიშნა და ეს მისი პირველი მატჩი იყო ბოლნისელთა თავკაცის რანგში, ხოლო რუსთაველებს
"სიონიდან" ერთადერთი გოლი ნიგერიელმა ფორვარდმა კრისტიან ობინამ გაიტანა. ეს ფეხბურთელი გუნდში გასინჯვაზეა. ბოლნისელთა ახალწვეულებს შორის არიან კვანტალიანი და კახიძე (ფოთის "კოლხეთიდან"), მუმლაძე ("გაგრადან"). გუნდიდან ბოლო დღეებში არცერთი ფეხბურთელი არ წასულა, უბრალოდ, მწვრთნელმა რამდენიმე მოთამაშე დაასვენა.
"მეტალურგიდან" გოლები ლევან კორღალიძემ და ირაკლი სიხარულიძემ მიითვალეს.
სიონი_მეტალურგი 1:2 (0:1)
სიონი: მერლანი, დაჩი ფოფხაძე, სვანიძე, ქემოკლიძე, კახიძე, ტვილდიანი, გოგობერიშვილი, ცხადაია, ბიბილეიშვილი, მუმლაძე, ახალაია.
შეცვლაზე შევიდნენ: ბათიაშვილი, ლემონჯავა, ლევან ჩხეტიანი, ისიანი, კვანტალიანი, უგულავა, ობინა, ჯოხაძე.
მეტალურგი: ბედიაშვილი, ჯაფარიძე, მახვილაძე, გურეშიძე, კირკიტაძე, ფიფია, სუხიაშვილი, კორღალიძე, ორბელაძე, რაზმაძე, გეწაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ექვთიმიშვილი, ციცვიძე, კოხია, ვასაძე, სიხარულიძე, ლობჟანიძე, ხაბელაშვილი.
გოლები: 0:1 კორღალიძე (30), 1:1 ობინა (46), 1:2 სიხარულიძე (66).
რუსთაველები მომდევნო ტესტ-მატჩს 10 ივლისს, 18:00 საათზე გამართავენ "ფოლადზე".









