კალათბურთი

22:21 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ქუთაისი” ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა

სუპერლიგის მონაწილე გუნდებიდან, “რუსთავის” შემდეგ, “ქუთაისი-2010” მეორე გუნდია, რომელიც ახალი სეზონისათვის მზადებას შეუდგა.

ქუთათურებმა უკვე დაიმატეს ანატოლი ბოისა, ვახტანგ ქადარია და ბუბა კვიმსაძე. “ქუთაისი-2010”-ის ხელმძღვანელობა კიდევ აგრძელებს გუნდის გაძლიერებას და ერთი ამერიკელი ლეგიონერის, ცენტრალური თავდამსხმელის დამატებას აპირებს, რომლის ვინაობაც მალე გახდება ცნობილი.

“ქუთაისი-2010”-ის რიგებში ერთი ლეგიონერი, აზერბაიჯანელი უკანახაზელი ზაურ ფაშაევი უკვე ირიცხება, რომელიც გუნდში რამდენიმე წელია რაც თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11922