ჭადრაკი

13:58 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქუმსიაშვილი და ჭოლაძე დაწინაურდნენ

ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო 20-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატმა. შეჯიბრში 11 გოგონა და 22  ჭაბუკი იღებს მონაწილეობას.

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად და 31 ივლისს დასრულდება. დროის კონტროლი ასთია: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40  სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება: 1. პირადი შეხვედრა; 2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი); 4. მოგებების რაოდენობით; 5. პროგრესი (რეგრესით).

საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები მიიღებენ  20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატების საგზურებს. ამასთან ერთად, 1-10 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს უფლება ეძლევათ მსოფლიოს პირველობაზე მონაწილეობა საკუთარი ხარჯებით მიიღონ.

4 ტურის თავზე ბიჭების ტურნირს ქულათა მაქსიმუმით ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (2146) ლიდერობს, პირველი განთესვის მქონე ირაკლი ბერაძე (2379) კი 3.5 ქულით მეორეა.

გოგონებში დანაკარგის გარეშე მიიწევს წინ მარიამ ჭოლაძე (1922). პირველი რეიტინგის მქონე მოჭადრაკე ამ შემთხვევაშიც მე-2 პოზიციაზე იმყოფება. ანა კუჭავას (2111) აქტივში 3.0 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111575