თამაშგარე

9:54 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქორწილს შეწირული მეკარე

 

მეტად უცნაური და სამწუხარო ფაქტი მოხდა ბოსნიის დედაქალაქ სარაევოს გარეუბანში გამართულ მოყვარულთა საფეხბურთო ტურნირის მატჩის დროს. ერთ-ერთი გუნდის 51 წლის მეკარე დუშკო კრტალიცას თამაშის მიმდინარეობისას თავში ტყვია მოხვდა.

მან ეს რატომღაც ვერ იგრძნო და თამაში ჩვეულებრივ განაგრძო. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მას თავის ძლიერი ტკივილი დაეწყო და მარცხენა ხელი არ ემორჩილებოდა. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს სარაევოს საავადმყოფოში და რენტგენული გამოკვლევისას თავში ტყვია აღმოუჩინეს.

ტყვია კი მის თავში მაშინ აღმოჩნდა, როცა სტადიონის ახლოს მდებარე სოფელში ერთდროულად სამი ქორწილი იყო გამართული და სტუმრები ჰაერში ისროდნენ. გავრცელებული ინფორმაციით პოლიციამ ის მამაკაცი უკვე დააკავა, ვისი ნასროლიც შემთხვევით მეკარე დუშკოს მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096216