ყოფილმა ცხენოსანმა, 20 წლის ამერიკელმა სუპერმოდელმა ქეით აპტონმა თაყვანისმცემლები გააოცა.
პოპულარულ გამოცემა GQ-ს ჟურნალისტმა მოდელს სანუკვარი სურვილის შესახებ ჰკითხა, რაზეც ყოვლად წარმოუდგენელი პასუხი მიიღო: “ერთადერთი სურვილი მაქვს. მინდა, უფრო პატარა მკერდი მქონდეს”. ცოტა ხანში კი, ქეითმა გაიღიმა და თქვა, რომ იხუმრა. ასე რომ, აპტონის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ მშვიდად იყონ, ქეითი “ტალანტის” დაპატარავებას არ აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვობაში ქეითი თავს ძალიან უშნოდ მიიჩნევდა. თუმცა მოგვიანებით, მისი შეხედულება შეიცვალა. აპტონმა ახალგაზრდა მოდელების კონკურსი მოიგო და ამერიკის გარეუბნიდან ნიუ იორკს ეწვია. მკერდსავსე ლამაზმანი ახლა, ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Guess და Victoria's Secret. პორტალ AskMen-ის მიხედვით კი, ქეითი ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალად დასახელდა.







