ამერიკულ ბომონდში ლამაზმანები ისევე არ დაილევიან, როგორც ზღვაში ქვიშა და ცაში ვარსკვლავნი. თუმცა, ყოფილი მოჯირითე, ამჟამად კი მოდელი ქეით აპტონი სხვა ლამაზმანებს შორის მაინც გამორჩეულია და მისი განსაკუთრებულობა არა მხოლოდ გარეგნობაში უნდა ვეძიოთ...
მას შემდეგ, რაც ქეით აპტონმა ცხენოსნობაში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და სამოდელო ბიზნესში გადაინაცვლა, დღე არ გავა ისე, რაიმე ორიგინალური და უცნაური საქციელი არ ჩაიდინოს. ამის გამო იყო, რომ ბოიფრენდები მალიმალ შორდებოდნენ და მშვენიერ ქეითს სიყვარულში არასოდეს უმართლებდა.
ახლა კი, ყოფილ ცხენოსანს ერთ-ერთი პოპულარული ბულვარული ჟურნალის შეძენა გადაუწყვეტია და როდესაც ჟურნალის მფლობელთან ბიზნეს-მოლაპარაკებაზე მისულა, ამ უკანასკნელს პირდაპირ უთქვამს, რომ თუკი ქეითი მასთან სექსზე დათანხმდებოდა, ჟურნალის საკონტროლო წილს შეღავათიან ფასში დაუთმობდა. ეს წინადადება ყოფილმა სპორტსმენმა და მოდელმა იქვე გააპროტესტა და სექსის შემთავაზებელს “მოძალადე ღორი” უძახა. მოკლედ, არ შეუძლია ამ ქალს მშვიდი ცხოვრება და რა ქნას?...







