კალათბურთი

19:26 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა მეტოქეებიც ემზადებიან

2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეები პორტუგალია და უნგრეთი საკონტროლო მატჩებს მართავენ და ამჯერად, ავსტრიაში ჩატარებულ ტურნირში მონაწილეობა ერთად მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პორტუგალიელებმა გერმანიასთან 2 სპარინგ-შეხვედრა დათმეს – 66:77 და 56:86, ავსტრიაში კი სამივე თამაში მოიგეს და ობერვარტის ტურნირის ჩემპიონებიც გახდნენ.

პირენეელებმა უნგრეთს 76:70 სძლიეს, ავსტრია 70:62 დაამარცხეს, ხოლო ბულგარეთს 80:74 აჯობეს.

კარგად ითამაშა უნგრეთმაც, რომელმაც შინაურ კედლებში დანიელთა დამარცხების (65:47) კვალად, ავსტრიაში ორ მატჩში იმარჯვა. უნგრელებმა პორტუგალიასთან წაფორხილების კვალად, ბულგარეთს (71:63) და ავსტრიას (66:65) აჯობეს.

შეგახსენებთ, რომ ათიოდ დღის წინ მაკედონიის ტურნირზე ავსტრიელებს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც დაუპირისპირდა და მათი დამარცხება მხოლოდ ოვერტაიმში მოახერხა – 78:74.

შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე პორტუგალიელებს და უნგრელებს თითო-თითო ტურნირი ელით. პორტუგალიელები მომავალი თვის დასაწყისში პოლონურ ტორუნს ესტუმრებიან და 1-3 აგვისტოს მასპინძლებს, ირანს და შვედეთს გაეჯიბრებიან.

თავის მხრივ, 31 ივლისიდან 4 აგვისტომდე პერიოდში უნგრელები პოდგორიცაში ჩავლენ და მასპინძელი ჩერნოგორიის გარდა შვეიცარიას ეთამაშებიან.

 

ობერვარტის (ავსტრია) “ოთხთა ტურნირი”

25 ივლისი

უნგრეთი – პორტუგალია 70:76 (16:17, 19:25, 13:21, 22:13)

ავსტრია – ბულგარეთი 78:67 (15:22, 21:16, 26:19, 16:10)

 

26 ივლისი

ბულგარეთი – უნგრეთი 63:71 (19:13, 13:12, 17:23, 14:23)

პორტუგალია – ავსტრია 70:62 (16:15, 20:12, 13:27, 21:8)

 

27 ივლისი

ავსტრია – უნგრეთი 65:66 (14:8, 17:14, 19:20, 15:24)

ბულგარეთი – პორტუგალია 74:80 (26:31, 8:25, 23:14, 17:10)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131859