სხვა

16:57 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ფრენბურთელებმა ბულგარულ ტურნირზე იმარჯვეს

2014 წლის 20-24 აგვისტოს ბულგარეთის ქალაქ პრიმორსკოში ჩატარდა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ფრენბურთში ”შავი ზღვა 2014”.

საქართველო წარდგენილი იყო ”თბილისი 2015”-ში მონაწილე გოგონების (1998-99 წლებში დაბ) და ვაჟების (1997-98 წლებში დაბ) გუნდებით.

ვაჟებში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს ნაკრები, სანკტ-პეტერბურგი 1 (რუსეთი), მედვეჟგორსკი (რუსეთი), სპარტა (პოლონეთი), სანკტ-პეტერბურგი 2 (რუსეთი), ნარვა (ესტონეთი) და ბოტევი (ბულგარეთი).

გოგონებში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს ნაკრები, სპარტა (პოლონეთი), ნოვე მესტო (სლოვაკეთი), ლიმბაჯი (ლატვია), მოსკოვი 73 (რუსეთი), სევლიევო (ბულგარეთი), ტობოლსკი (რუსეთი).

გოგონებმაც და ვაჟებმაც ვაჟებმაც ქვეჯგუფებში I ადგილები დაიკავეს. ფინალში ვაჟებმა სანკტ-პეტერბურგის მე-2 გუნდს მოუგეს – 2:0 (25:21, 25:17), ხოლო გოგონებმა მოსკოვი 73-ის გუნდთან გაიმარჯვეს – 2:1 (25-17, 23-25, 16-14) და ორივე გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

www.msy.gov.ge

0.119641