სხვა

14:02 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი წყალბურთელები მე-15 ადგილისთვის იბრძოლებენ

საქართველოს 19-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები, რომელიც თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობს, კვლავაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა წყალბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე ყველა თამაში წააგეს და მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის ბრძოლაზე გადაერთვნენ.

დღეს მასპინძლები გერმანელ თანატოლებს გაეჯიბრნენ და 8:12 დამარცხდნენ. ამგვარად, საქართველოს 19-წლამდელთა გუნდს ტურნირზე ერთადერთი მატჩიღა დარჩა ჩასატარებელი. 30 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩვენი ნაკრები სლოვაკეთს ეთამაშება და წარმატების შემთხვევაში, ტურნირს მე-15 პოზიციაზე დაასრულებს. 

0.107546