ჭადრაკი

1:48 | 15.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი სენიორები გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებნენ

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში სტარტი აიღო მსოფლიოს გუნდურმა პირველობამ სენიორ-მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატში შვეიცარული სისტემით 29 გუნდი თამაშობს.

საქართველოდან 50+ ტურნირში ქალთა გუნდი ასპარეზობს: ნონა გაფრინდაშვილი (2300), თამარ ხმიადაშვილი (2076), ციალა ქასოშვილი (2144) და ნინო მელაშვილი (2127).

პირველ ტურში ჩვენმა მანდილოსნებმა ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით – 3:1. პარტიები მოიგეს  თეთრი ფიგურებით მოთამაშე გაფრინდაშვილმა და ქასოშვილმა, ფრედ დაასრულეს შეხვედრა შავი ფერის ფიგურებით – ხმიადაშვილმა და მელაშვილმა.

 მეორე ტურში ქართველ ქალებს ინგლისის უძლიერეს ვაჟთა გუნდთან მოუწიათ შერკინება და 1.5:2.5 წააგეს. პარტიები დათმეს ხმიადაშვილმა და მელაშვილმა, ქასოშვილმა გაცილებით ძლიერ მეტოქეს აჯობა, გაფრინდაშვილმა კი ყაიმი დააფიქსირა.

ამ დროისთვის, ქართველი მოჭადრაკეების აქტივში 2 ქულაა და ისინი მე-6 ადგილზე იმყოფებიან. მე-3 ტურში ქართული კვარტეტი ნორვეგიას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061444