სხვა

17:28 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მებრძოლი მსოფლიო ნაკრებში

 

ქართველმა მებრძოლმა გიგა ტყემალაძემ პროფესიონალურ პანკრატიონში (ბრძოლა წესების გარეშე)  93+ წონით კატეგორიაში იტალიური კლუბის WFS-ის და საქართველოს სახელით  MMA-ის მსოფლიო ქამარი დაისაკუთრა. ქართველმა სპორტსმენმა ბელგიელ მოწინააღმდეგეს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო.  წარმატებული გამოსვლის შემდეგ კი გიგა ტყემალაძე მსოფლიო ნაკრებში აიყვანეს. იგი პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც აღნიშნულ ნაკრებში მიიწვიეს. მსოფლიო ნაკრები რუსეთში,  ქალაქ ხანტა მასინსკში,  რუსეთის ეროვნულ ნაკრებს შეებრძოლა და 2:5 დამარცხდა,  ქართველმა მებრძოლმა კი პირადი ბრძოლა მოიგო. გიგამ „მსოფლიო სპორტს“ ტურნირის შესახებ უამბო: 

„ქამრის დაცვა საკმაოდ დამაჯერებლად ჩავატარე, ბელგიელი ძლიერი მოწინააღმდეგე იყო, თუმცა მტკივნეული დარტყმები მივაყენე და პირველი რაუნდის დასრულებისთანავე დამნებდა. საბოლოოდ MMA-ის  ქამარი დავისაკუთრე. რაც შეეხება რუსეთში გამართულ ტურნირს, მსოფლიო ნაკრებმა რუსეთთან წააგო, მაგრამ მე პირადი ბრძოლა მაინც მოვიგე. რუსეთის მხრიდან მქონდა შემოთავაზება, რომლის მიხედვითაც მე მათი სახელით უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ უარი ვთქვი. ერთ თვეში ამერიკაში მაქვს ბრძოლა და თუ იქ მოვიგე ყველაზე ძლიერ ამერიკული კლუბ „UFC“-ში ამიყვანენ.“

1991 წელს დაბადებული გიგა ტყემალაძე პროფესიულ პანკრატიონში საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია. 2009 წელს მან მსოფლიოს თასი მოიგო, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ყველაზე წარმატებული პერიოდი გიგა ტყემალაძეს 2013 წელს ჰქონდა, იტალიური კლუბის და საქართველოს სახელით  ქართველმა მებრძოლმა საერთაშორისო ტურნირი ერთხელ, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატი გრაფლინგსა და შერეულ ორთაბრძოლებში ორჯერ მოიგო.

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123295