ჩოგბურთი

22:42 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი გამარჯვებული ისევ არ იქნება

თელავის მორიგ 10-ათასიან ტურნირს ქართველი გამარჯვებული ამჯერადაც არ ეყოლება. ქალებში მასპინძლებმა თამაში ადრევე დაასრულეს, ვაჟებში კი მეოთხედფინალში ერთი ჩვენებური იყო გასული და მანაც მარცხი განიცადა.

მეოთხედფინალში ალექსანდრე ბაკში რუს დანიილ მედვედევს გაეჯიბრა და 1:6, 4:6 დამარცხდა.

წყვილთა ნახევარფინალში გიორგი ცივაძე და რუსი ალექსანდერ იარკოვი პირველი განთესვის მქონე ფრანგ ბარერეს და შვეიცარიელ მარგაროლის გაეჯიბრნენ და 3:6, 3:6 წააგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11126