ძიუდო

21:11 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძიუდოისტები ევროპირველობაზე გაემგზავრნენ

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უკვე საფრანგეთშია. 24-27 აპრილს ქალაქი მონპელიე ევროპის 2014 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი ტატამზე საბრძოლო შემადგენლობით გავა. მთავარმა მწვრთნელმა ინდივიდუალური პირველობისთვის განაცხადში 9 შეგირდი შეიყვანა. მათ 2 ძიუდოისტი გუნდური ჩემპიონატისთვის დაამატა.

ქართული დელეგაცია თბილისიდან დღეს დილით გაემგზავრა – მარსელში ჩაფრინდა, საიდანაც მონპელიესკენ გზა ავტობუსით გააგრძელა.

ოთხშაბათს ინდივიდუალური ჩემპიონატის წილისყრა შედგება. 24-26 აპრილს ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა და ქალთა 7-7 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. 27 აპრილს კი გუნდური ევროპირველობა შედგება.

აქვე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაც, რომელსაც გუნდურ ჩემპიონატზე შალვა ქარდავა (66 კგ) და უშანგი მარგიანი (81 კგ) დაემატებიან.

 

საქართველოს ნაკრები

60 კგ – ამირან პაპინაშვილი

73 კგ – ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი

81 კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი

90 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი და ზვიად გოგოჭური

100 კგ – გურამ თუშიშვილი

+100 კგ – ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114249