ჭადრაკი

15:11 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭადრაკეთა სარეიტინგო სიახლეები

საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე ფიდე-ს მიერ განახლებული რეიტინგის მოწინავე ათეულში რჩება. ძაგნიძეს 2550 ქულა გააჩნია და მე-6 ადგილზე გახლავთ, სრულად კი ათეულის შემადგენლობა ასეთია:

1. იუდიტ პოლგარი (უნგრეთი) – 2676; 2. იიფან ჰოუ (ჩინეთი) – 2661; 3. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 2598; 4. ვენჯუნ ჟუ (ჩინეთი) – 2559; 5. ანა მუზიჩუკი (უკრაინა) – 2555; 6. ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 2550; 7. კატერინა ლაჰნო (რუსეთი) – 2540; 8. ალქესანდრე კოსტენიუკი (რუსეთი) – 2531; 9. მარია მუზიჩუკი (უკრაინა) – 2530. 10. ვიკტორია ჩმილიტე (ლიტვა) – 2525;

ქართველთაგან პირველ ასეულში კიდევ 10 მოჭადრაკე მოხვდა: 18. ბელა ხოტენაშვილი (2494); 27. ლელა ჯავახიშვილი (2478); 28. სალომე მელია (2475); 35. ნინო ხურციძე (2467); 48. ნინო ბაციაშვილი (2435); 59. მერი არაბიძე (2411); 74. სოფიკო გურამიშვილი (2393); 86. თამარ წერეთელი (2375); 94. მაია ლომინეიშვილი (2366); 98. სოფიო გვეტაძე (2361);

ვაჟთა ასეულში ქართველ მოჭადრაკეთაგან მხოლოდ ბაადურ ჯობავა იმყოფება. მას 2713 პუნქტი აქვს და 35-ე პოზიციაზეა. აქვე მოწინავეთა ათეულიც: 1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) – 2877; 2. ლევონ არონიანი (სომხეთი) – 2805; 3. ფაბიანო კარუანა (იტალია) – 2801; 4. ალექსანდერ გრიშჩუკი (რუსეთი) – 2795; 5. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) – 2787; 6. სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 2786; 7. ვიშვანათჰან ანანდი (ინდოეთი) – 2785; 8. ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) – 2772; 9. მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) – 2768; 10. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – 2760;

იუნიორ გოგონათა რეიტინგში მე-5 ადგილზე გახლავთ მერი არაბიძე (2411), მის წინ კი ხსენებული ჰოუ, ასევე ჩინელები – ქი გუო (2453) და ტინგჯიე ლეი (2446) და რუსი ალეკსანდრა გორიაჩკინა (2446) იმყოფებიან. 34-ე საფეხური უკავია მარიამ დანელიას (2237), ხოლო ნინო ხომერიკი (2187) მესამოცეა.

ჭაბუკებში ასეულში ვერცერთი ქართველი მოხვდა, პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: 1. ანიშ გირი (ჰოლანდია) – 2745; 2. რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი) – 2704; 3. ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი) – 2672; 4. იანგიი იუ (ჩინეთი) – 2668; 5. ჰოუ. როგორც ხედავთ, ეს უკანასკნელი საკუთარი რეიტინგით ვაჟების ხუთეულშიც კი ხვდება.

დასასრულ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებები ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში იმყოფებიან და 2 აგვისტოდან რიგით 41-ე საჭადრაკო ოლიმპიადაში ჩაებმებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111054