ჭადრაკი

22:03 | 31.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭადრაკეთა დელეგაცია ნორვეგიაში ხვალ მიემგზავრება

ხვალ, გამთენიისას, ქართველი მოჭადრაკეები ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მიემგზავრებიან, რომელიც 1-15 აგვისტოს მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდების ოლიმპიადას უმასპინძლებს.

1-ელი აგვისტო ოლიმპიადის გახსნის დღეა, ხოლო პირველი ტურის პარტიები 2 აგვისტოს ჩატარდება.

აღნიშნული ოლიმპიადის პარალელურად 11 აგვისტოს ფიდესა და ევროპის ჭადრაკის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, ხოლო 2 დღის შემდეგ 2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის ვინაობა გაირკვევა.

ფიდეს ხელმძღვანელის პოსტისთვის მოქმედი პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი და ჭადრაკში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი გარი კასპაროვი იბრძოლებენ. ევროპის ჭადრაკის კავშირის ახალი პრეზიდენტის ვინაობა კი მოქმედ პრეზიდენტ პეტარ დანაილოვსა და ზურაბ აზმაიფარაშვილს შორის გაირკვევა.

რაც შეეხება 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქს, მისი ვინაობა სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანსა და საქართველოს საკურორტო ქალაქ ბათუმს შორის საუკეთესოს მიენიჭება.

ტრომსოს ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრები მე-4, ხოლო ვაჟები მე-20 ნომრად არიან განთესილნი. საქართველოს როგორც ქალთა ასევე ვაჟთა გუნდების აღნიშნულ შემადგენლობაში ყველა ის მოჭადრაკე მოხვდა, რომლებიც ამ ეტაპზე საუკეთესო ფორმაში იმყოფებიან.

გთავაზობთ ჩვენი ნაკრები გუნდების შემადგენლობას

ქალთა ნაკრები

ნანა ძაგნიძე

ბელა ხოტენაშვილი

სალომე მელია

ლელა ჯავახიშვილი

ნინო ბაციაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ სტურუა

გუნდის კაპიტანი: ნინო გურიელი

ვაჟთა ნაკრები

ბაადურ ჯობავა

მიხეილ მჭედლიშვილი

ლევან ფანცულაია

გაიოზ ნიგალიძე

კონსტანინე შანავა

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჯანჯღავა

გუნდის კაპიტანი: ლუკა პაიჭაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114073