ფეხბურთი

13:04 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი ლიტვაში

ლიტვის საფეხბურთო A ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-9 ტურში, “თრაკაიმ”, რომლის რიგებში ბესიკ ამაშუკელი გამოდის, სტუმრად “დაინავა” 7:1 გაანადგურა.

ქართველი ნახევარმცველი, რომელმაც წინა ტური დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. სხვათა შორის, A ლიგაში წელს დაწინაურებულ “თრაკაის” ყველაზე ტიტულიანი ლიტველი ფეხბურთელი ედგარას იანკაუსკასი წვრთნის, რომელსაც “პორტუს” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა და უეფას თასი მოუგია. “თრაკაის” 15 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-3 პოზიციაზეა.

“კრუიოამ”, რომლის ღირსებასაც ვაჟა ბედოიძე იცავს, თავის მოედანზე კლაიპედას “ატლანტასს” ვერ მოუგო – 1:1. ბედოიძემ მატჩი სასტარტოში დაიწყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. “კრუიოა” 13 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114577