თამაშგარე

11:06 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქალებისა და მამაკაცების “საფეხბურთო შერწყმის” იდეა

სანამ ჩვენ ბელენ როდრიგესისა და ლარისა რიკელმეს “ფართოდ გაშლილ და მოხატულ” მკერდებზე ვწერთ და ვსაუბრობთ, მანამდე ევროპაში გამოჩნდა ხალხი, რომლებიც ქალთა და მამაკაცთა ფეხბურთის შერწყმით არიან დაინტარესებულნი და ამ იდეას აქტიურად ლობირებენ.

ქალთა ფემინისტური ორგანიზაციებიდან და მცირე ჯგუფებიდან, ამ იდეამ უკვე ფიფას ორგანიზაციის დერეფნებშიც გადაინაცვლა და უკვე მიდის მუშაობა იმაზე, რომ საფეხბურთო კლუბებს, შესაძლია დაევალოთ ბავშვთა გუნდებში გოგონათა და ბიჭუნათა ერთად გაწვრთნა, რაც შემდგომში გაერთიანების წინაპირობა გახდება.

რამდენად ახლოსაა ჭკუასთან ეს იდეა, ამაზე ფიქრი და განსჯა თქვენთვის მოგვინდვია, თუმცა, თუკი ოდესმე მაინც მოხდა და ქალთა და ვაჟთა ფეხბურთი გაერთიანდება, ეს აუცილებლად გადაედება სპორტის სხვა სახეობებს და მსოფლიო სპორტში ამბავი მოხდება – დედა შვილს არ აიყვანს ხელში...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.174071