ბლოგი

11:19 | 10.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრობლემები აზროვნებაში და პრობლემები ინფრასტრუქტურაში

პროექტი, რომელიც ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების ინტეგრაციაში გამოიხატება  და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას გულისხმობს, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ხორციელდება.თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ყველაფერი მხოლოდ სპორტის გაკვეთილების რაოდენობის გაზრდით ვერ გადაწყდება, საკითხი იმაზე ბევრად უფრო სიღრმისეულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ქართველები ცოტა ფიცხი ხალხი ვართ და გვგონია, რომ ყველა პრობლემა ადვილად მოგვარდება. ამიტომ, ჩვენზე შოკივით მოქმედებს, როდესაც რაიმე ისე ვერ გამოდის როგორც გვინდა და საქმეს უმალ თავს ვანებებთ ხოლმე. საქართველოს განათლების სამინისტრომ, უკვე შეიმუშავა სასკოლო სპორტული განათლების მიმართულებებისა და პრიორიტეტების პაკეტი.  ჩვენ უპირველესად უნდა ვიცოდეთ, რომელ სპორტის სახეობებს ენიჭება პრიორიტეტი, როგორი სპორტული განათლების სისტემაზე ვაკეთებთ აქცენტს და საერთოდ, რა პროგრესულ შედეგებს უნდა ველოდოთ ფიზკულტურის გაკვეთილებებისაგან.

უპირველესად, პრიორიტეტებია ასარჩევი. მაგალითად, შეერთებული შტატების უმეტეს სკოლაში ძირითადად სამ სპორტის სახეობას ანიჭებენ უპირატესობას. ესენია: ამერიკული ფეხბურთი, კალათბურთი და ბეისბოლი. სკოლები სახეობის არჩევაში თავისუფლები არიან, მაგრამ დირექტორები და მზრუნველთა საბჭორები ხვდებიან, რომ რაზეც მეტი მოთხოვნაა, იმ სპორტზე აქცენტირება, მათი სკოლის გუნდების სპორტულ შესაძლებლობებს მეტ გასაქანს მისცემს.

ინგლისის სკოლებში შედარებით სხვა მდგომარეობაა. ბრიტანულ სკოლებში ხშირ შემთხვევაში, ბავშვებს სპორტის ისეთ სახეობებში ავარჯიშებენ, რომლებსაც ნაკლები მაყურებელი ჰყავს და ნაკლებად პოპულარულია. ბრიტანელები ამას პატრიოტული მოტივებით ხსნიან და ამბობენ, რომ მათთვის უმთავრესი, ძველი და ნაკლებად პოპულარული სახეობების გადარჩენაა”

სამწუხაროდ, საქართველოს ზოგიერთ სკოლაში სპორტული განათლების პრიორიტეტების მხრივ, დიდი გაურკვევლობაა. ბავშვების მშობლების დიდ ნაწილს სურთ, რომ მათმა შვილებმა რაგბი ისწავლონ. ამის მიზეზი რა თქმა უნდა, ქართული რაგბის ბოლოდროინდელი წარმატებებია. პატრიოტულად განწყობილი ადამიანები მოითხოვენ, რომ ბავშვებმა უცილობლად ძველი ქართული სპორტის სახეობები უნდა ისწავლონ (საინტერესოა, სად მოვძებნით პედაგოგებს, როლებიც ბავშვებს ლელოს, ისინდს ან ტაიჭობას ასწავლის), საკუთრივ ბავშვებს კი როგორც წესი, ფეხბურთისა და კალათბურთის თამაში ურჩევნიათ.

ჩატარებული გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, 30 ბავშვიდან (ბიჭებიდან) 25 ამჯობინებს, რომ სკოლაში სპორტის მასწავლებელი ფეხბურთს ათამაშებდეთ და მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე ესაუბრებოდეთ. ბიჭების ძალიან მცირე ნაწილს მიაჩნია, რომ ფიზკულტურა უბრალოდ დროის კარგვაა, ისინი სკოლის გაკვეთილებით  სპორტსმენები ვერასოდეს გახდებიან, ვისაც სპორტი უყვარს, ის სპორტზე ისედაც ივლის.  რაც შეეხება გოგონებს, მათი უდიდესი ნაწილი მომხრეა, რომ სკოლის პროგრამიდან სპორტის სწავლება საერთოდ ამოიღონ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მათი საქმე არ არის. წმინდა სტრუქტურული და პრიორიტეტული საკითხების გარდა, ჩვენს ქვეყანაში სასკოლო სპორტს, ტექნიკური პრობლემებიც ბლომად დაუგროვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში არაერთი სკოლის სპორტული მოედანი და დარბაზი შეკეთდა, ჯერ ისევ არსებობს სკოლების ეზოს მოედნები, რომლებიც უწინდებურად  სავალალო მდგომარეობაშია (განსაკუთრებით რეგონებში) და სასწრაფო რეკონსტრუქციას ექვემდებარება. ბევრ სკოლაში გარკვეული მიზეზების გამო, საერთოდ აღარ ფუნქციონირებს სპორტული დარბაზი და ამის შედეგად, ასეთ სკოლებში ზამთარში ვარჯიშზე ფიქრიც კი ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113917