თამაშგარე

10:24 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოდიუმი, კალათბურთი და ლიქიორი...

ცნობილი მოდელი და მოცეკვავე დიტა ფონ ტიზი, რომელიც ამავე დროს ამერიკული საკალათბურთო კლუბის, “ჩიკაგო ბულზის” დიდი ქომაგიცაა,  ფორთოხლის ლიქიორის მწარმოებელი კომპანიის სახე გახდა. ლონდონში მან მონაწილეობა მიიღო შოუში და წარმოადგინა საავტორო კოქტეილი.

პრეზენტაცია, რომელიც ამ სახით თვითონ მოდელის მიერ იყო მოფიქრებული, გაიმართა ერთ-ერთ თეატრალურ დარბაზში, ლამაზ და სასიამოვნო გარემოში.

ამ ლიქიორის არაჩვეულებრივი არომატი და ბოთლის ლამაზი ფორმა არც მოითხოვს ცვლილებებს. ამიერიდან, ეს ლეგენდარული ლიქიორი დიტა ფონ ტიზის განუყრელი თანამგზავრია. ესეც ხომ მოდელის სტილია: ყოველთვის რეტროსა და ბოლო მოდის ტენდენციების ჰარმონია.

0.103638