ჩოგბურთი

18:45 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირველად 2003 წლის შემდეგ მონტე კარლოში...

მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერი რაფა ნადალი მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ს 2003 წლიდან მოყოლებული პირველად ჩამოშორდა ნახევარფინალში. შეჯიბრების რვაგზის გამარჯვებული (2005-2012) მონტე კარლოში მინიმუმ ფინალში გასვლას ახერხებდა (შარშან გადამწყვეტ პაექრობაში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა), წლეულს კი მეოთხედფინალში თანამემამულე დავიდ ფერერთან 6:7, 4:6 დამარცხდა. გრუნტის საფარიან კორტზე დღეს რაფას ზედიზედ 17 მატჩისგან შემდგარი სერია შეწყდა.

ნადალისა და ფერერის პაექრობა 2 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა. რაფამ და დავიდმა თითო ეისი შეასრულეს, ფერერმა 4, ნადალმა კი 2 ბრეიკი განახორციელა. კარიერის განმავლობაში 32 წლის დავიდმა მეექვსედ მოახერხა რაფას დამარცხება, თუმცა, პირად შეხვედრებში ნადალი მაინც დამაჯერებლად ლიდერობს – 21:6.

ფინალში გასასვლელად ფერერი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონ სტანისლას ვავრინკას შეხვდება. შვეიცარიელმა ნახევარფინალში ჩერნოგორიული წარმოშობის კანადელ მილოშ რაონიჩს 7:6, 6:2 მოუგო. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106907