საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ვაჟი პიერ სარკოზი პარიზული პსჟ-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გულდამწვარი გულშემატკივარია. პიერი პსჟ-ს თითქმის ყველა საშინაო მატჩს ესწრება და რაც მთავარია, სადაც კი მოხვდება, თურმე სულ საყვარელ გუნდზე საუბრობს.
პიერ სარკოზი “პარკ დე პრენსზე” მატჩების სანახავად, როგორც წესი, მეგობრებთან ერთად დადის და სტადიონის ტრიბუნაზე მის გვერდით მჯდარი არაერთი ლამაზმანიც შეუნიშნავთ. თუმცა, ქალებთან მიმართებაში პიერი მამასავით ეშმაკურად იქცევა და ზედმეტად არავის აძლევს ჭორების გავრცელების საშუალებას.
პიერ სარკოზი, შესაძლოა, პარიზული საფეხბურთო კლუბის საპატიო პრეზიდენტადაც კი აირჩიონ. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გავრცელდა. ადრე, როდესაც ნიკოლა სარკოზი პრეზიდენტი იყო, პიერს ეს ნაბიჯი მამის პიარ-სვლად ჩაეთვლებოდა. ახლა კი, მისთვის ყველა გზა ხსნილია!







