კალათბურთი

20:17 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პერიშ ბრაუნი ვარჯიშს შეუდგა

 

სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონის “შსს აკადემიას” ამერიკელი ლეგიონერი, უკანახაზელი პერიშ ბრაუნი გამოჯანმრთელების შედეგად დღეს ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ საზარდულის ტრავმის გამო ბრაუნს რამდენიმე ვარჯიში გაუცდა.

პლეი ოფის მეოთხედფინალურ სერიაში “შსს აკადემიას” მეტოქე “ბათუმი-რსუ” იქნება. მეოთხედფინალური მატჩების სერია 29 აპრილს დაიწყება და სამ მოგებამდე გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125191