გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, პოპულარული სპორტული წიგნი “მე, პელე...“, წიგნის მთავარი გმირის, ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს, იგივე პელეს თქმით, მრავალ უზუსტობას შეიცავს. როგორც “ფეხბურთის მეფე“ ამბობს, აღნიშნული წიგნის დაწერისას სრულიად ახალგაზრდა იყო და ფაქტების ზუსტად დალაგება უჭირდა.
აღსანიშნავია, რომ “მე, პელე...” უშუალოდ პელეს არ დაუწერია. ეს წიგნი შექმნა აწგარდაცვლილმა ბრაზილიელმა ჟურნალისტმა ლულარია ფრანსიშკუ ალურეზიმ, რომელიც პელეს ბავშვობიდან იცნობდა და მისი ცხოვრების მრავალი დეტალი იცოდა. თუმცა, პელე სიბერეში რატომღაც ამბობს, რომ ამ წიგნში ბევრი რამ უბრალოდ ტყუილია და მეტი არაფერი.
თავის დროზე (1963 წელს), “მე, პელე...” ქართულ ენაზეც გამოიცა და ეს წიგნი მართლაც დიდი საჩუქარი იყო სპორტის ქართველი მოყვარულებისათვის. წიგნის თარგმანი დალი ფანჯიკიძეს ეკუთვნის. ქართული ბოლოთქმა კი, ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, თბილისის “დინამოს” მაშინდელმა კაპიტანმა, შოთა იამანიძემ დაწერა.







