ყველასათვის კარგადაა ცნობილი “ფეხბურთის მეფედ“ სახელდებული ბრაზილიელი პელეს უცნაური ხასიათი. ჯერ მხოლოდ მისი ახირებული საფეხბურთო პროგნოზები რად ღირს. თუმცა, პელეს ეს არ ანაღვლებს და სასწაულს-სასწაულზე ამბობს.
ამასწინათ პელემ თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება ცოლის ან მეგობარი ქალის ერთგული იყო და მისი იმიჯი, რომ თითქოს გამუდმებით ქალების მდვენელი კაცი იყო, ჟურნალისტების მონაჩმახია.
წლებს თავისი მიაქვს და ალბათ პელეს აღარ ახსოვს, რომ მისი ყოველი ქალი (როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, დაახლოებით 30-მდე ქალთან პელეს რომანი უკვე დადასტურებული ამბავია) ფოტოზე და ვიდეოზეა აღბეჭდილი. ამას თან პელეს აღიარებთი ინტერვიუებიც ახლავს და როგორც იტყვიან, სიმართლეს ვერავინ დავემალებით...







