ფეხბურთი

18:22 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინიმ გარსია შეაქო

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოახლოებულ მატჩამდე "რომას" წინააღმდეგ განაცხადა, რომ მიუნხენის "ბაიერნთან" წაგებით აღშფოთებული არაა. ჩილელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე ფრანგი სპეციალისტი რუდი გარსია შეაქო.

"ბაიერნთან" პირველ მატჩში ფრესთან ახლოს ვიყავით, თუმცა საბოლოოდ დავმარცხდით. შედეგით აღშფოთებული არ ვარ, რადგან გასული სეზონიც ასე წაგებით დავიწყეთ და შემდეგ ხუთი მატჩი მოვიგეთ. იმედია, სცენარი განმეორდება და მოგებათა სერიას "რომას" დამარცხებით დავიწყებთ. რომაელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. მათ ჰყავთ რუდი გარსია, რომლის ხელმძღვანელობითაც "რომამ" გასული სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა, ფრანგმა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა და მისი ფეხბურთელები ტექნიკური და სწრაფი თამაშით გამოირჩევიან", - განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

"მანჩესტერ სიტის" და "რომას" დაპირისპირება "ეტიჰადზე" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

გიორგი ბალახაძე

0.111581