სხვადასხვა

15:18 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

პატრისია ჯორდანი - ტყუილი ნეიმართან "მხურვალე ვნებებზე"

ჩვენს მკითხველს კარგად ემახსოვრება, როცა ვწერდით კატალონიურ კლუბ “ბარსელონასა” და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელ ნეიმარის დაძაბულ ურთიერთობაზე “პლეიბოისთან”.

საქმე ისაა, რომ “პლეიბოის” ივნისის ნომრის გარეკანზე, მოდელ პატრისია ჯორდანის ფოტოა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ნეიმართან მხურვალე ვნებები აკავშირებდა. ამაზე ნეიმარი აღშფოთდა, მოდელს ტყუილში დასდო ბრალი და “პლეიბოის” გამოცემასაც უჩივლა.

სასამართლომ დააკმაყოფილა ფეხბურთელის სარჩელი და გამოცემას მოსთხოვა, ივნისის თვის მთელი ნომერი გაყიდვიდან ამოიღონ. თუ ჟურნალის მფლობელები ამ რისკზე არ წავლენ, მაშინ 10 ათასი რეალის (4,5 ათასი დოლარი) გადახდა მოუწევთ ჯარიმის სახით.

0.116739