ფეხბურთი

23:49 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პარუნაშვილი – წლის ბოლომდე "სიონში"

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი მიმდინარე წლის ბოლომდე ბოლნისის "სიონში" ითამაშებს. როგორც იცით, პარუნაშვილი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია, თუმცა ძირითად გუნდში თამაში არ უწევდა და "დინამო-2"-ში გამოდიოდა. ლაშა წლეულს "ბენდელას თასის" საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

20 წლის პარუნაშვილი "საბურთალოს" აღზრდილია. ის რეგულარულად თამაშობდა 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებშიც.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.176575