ძიუდო

16:28 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი ევროპის ნახევარფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპირველობაზე სამი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

ქართველმა მსუბუქწონოსანმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე პირველ ნომრადაა განთესილი, პირველ წრეში ფინელი ვადუდ ბალატხანოვი უილეთოდ, 4 გაფრთხილებით ჩამოიშორა. საფრანგეთის ნაკრების დებიუტანტ ვინსენტ ლიმართან მეოთხე წუთზე აღებული იუკოთი იმარჯვა. მეოთხედფინალში ევროპისა და მსოფლიოს სომეხ პრიზიორს ჰოვანეს დავთიანს ორწუთნახევარში ორჯერ შეუსრულა ვაზარი. ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევს დაუპირისპირდება.

ფინალის მეორე საგზურისთვის კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი და რუსეთის ნაკრების წევრი ბესლან მუდრანოვი იჭიდავებენ.

დღესვე ფრანგულ ტატამზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მამაკაცებიც გავიდნენ, მაგრამ ამ წონაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110208