როგორც უკვე იცით, რომის ახალი პაპი, წარმოშობით არგენტინელი, ფრანცისკ პირველი (ხორხე მარიო ბერგოლიო) ფეხბურთის თავგადაკლული ქომაგია და არგენტინული საფეხბურთო კლუბის - “სან ლორენსოს” თითქმის არცერთ თამაშს არ აცდენდა. ყოველ შემთხვევაში, მისი კარდინალობის დროს ასე იყო...
არგენტინელი პაპი “სან ლორენსო ალმაგროს” ფანკლუბის წევრიცაა და მისი გულშეამტკივრის მოწმობა ინტერნეტის საშუალებით მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ახლა კი გაირკვა, რომ ხორხე მარიო ბერგოლიო საფეხბურთო მატჩებზე ძალადობის წინააღმდეგ არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრიც ყოფილა.
იტალიელ ჟურნალისტებთან საუბარში, რომის ახალმა პაპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, თანამედროვე ფეხბურთის უმთავრესი პრობლემა გულშემატკივრებს შორის ძალადობაა და სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა პირველ რიგში ეს ძალადობა უნდა აღკვეთონ. პაპი იმასაც ამბობს, რომ მიუხედავად მისი წოდებისა, მომავალში, როდესაც არგენტინაში ჩავა, ყოველთვის ეცდება “სან ლორენსოს” მატჩებზე დასწრებას. ქომაგობაც ასეთი უნდა...







