ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და მოდელმა, 44 წლის პამელა ანდერსონმა საზოგადოებას ავტომრბოლთა საკუთარი გუნდი წარუდგინა - Downforce1 by Pamela Anderson წლეულს European Le Mans Series და International GT Open-ზე იასპარეზებს.
ანდერსონის თქმით, ის ავტოსპორტული შეჯიბრებების დიდი თაყვანისმცემელია, განსაკუთრებით კი, NASCAR-ისა და ფორმულა 1-ის, რამაც საკუთარი გუნდის შექმნა გადააწყვეტინა.
“ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, რადგან შეუძლებელი შევძელით - სულ რაღაც 4 თვეში ჩამოვყალიბდით და დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ეს გამოგვივიდა. ერთი სული მაქვს, როდის ვიხილავ Downforce1 by Pamela Anderson-ის ავტომობილს ტრასაზე, რომელიც ჩემს საყვარელ – თეთრ და ცისფერ ფერებში იქნება გადაწყვეტილი”, - აცხადებს მსახიობი.
პამელას გუნდის ავსტრიელი პილოტი მარკუს ფუქსი რბოლაში ბრიტანული მანქანით - Aston Martin Vantage V8 GT2-ით იასპარეზებს.







