მოახლოვებული მსოფლიოს ჩემპიონატისათვის, ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე და ქომაგებზე არანაკლები მონდომებით, ცნობილი მოდელები ემზადებიან, რომლებიც საყვარელი საგულშემატკივრო ნაკრებებისათვის ”თავდადებასა” და ხშირ შემთხვევაში უკადრებლის კადრებასაც კი აპირებენ.
არგენტინელი მოდელი, პამელა სოსა კი მხოლოდ არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მაისურით პოზიორობით შემოიფარგლება და სხვა მის თანამემამულე მოდელებსაც მოუწოდებს, რომ “ალბისელესტეს” მხარდაჭერის სიყვარულობის ამბავში, მათაც მოიზომონ თეთრ-ცისფერზოლიანი მაისურები.
სხვათა შორის, პამელა სოსა არგენტინის ნაკრების ქომაგობაში ადრევე იყო ”შემჩნეული”. ჯერ კიდევ 3 წლის წინ, კოპა ამერიკაზე, იგი თავისი მშობლიური ქვეყნის ნაკრების არც ერთ მატჩს არ აცდენდა და მის კოხტა პროფილს ტრიბუნაზეც ხშირად ნახავდით.







