ფეხბურთი

14:28 | 21.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პალოპი კარიერას სეზონის ბოლოს დაასრულებს

ცნობილი ესპანელი მეკარე ანდრეს პალოპი მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ 40 წლის ესპანელმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა და ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პალოპმა კარიერის საუკეთესო წლები (2005-2013) “სევილიაში” გაატარა, რომლის შემადგენლობაში ორჯერ ესპანეთის თასი მოიგო, ამდენჯერვე უეფას თასს დაეუფლა, ხოლო თითოჯერ ესპანეთის სუპერთასზე და ევროპის სუპერთასზე გაიმარჯვა.

 1997-2005 წლებში, ის “ვალენსიაში” ასპარეზობდა, სადაც სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდებოდა. ვალენსიელთა მაისურით ის ორჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, თითოჯერ კი, უეფას თასი და ევროპის სუპერთასი აღმართა.

2008 წელს, პალოპი, რომელიც ესპანეთის ეროვნული ნაკრების სათადარიგო მეკარე იყო და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლებს დაეუფლა.

ამჟამად, ის გერმანულ ლევერკუზენის “ბაიერში” ირიცხება, რომლის რიგებში მიმდინარე სეზონში არ უთამაშია.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110975