ფეხბურთი

3:15 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორი “გადმოტანილი” თრილერი

 

ოთხშაბათს ინგლისის პრემიერლიგაში 26-ე ტურის ორი გადმოტანილი მატჩი გაიმართა და ორივე უცნაურად დასრულდა. უცნაურად იმიტომ, რომ ახლა, ტურნირის დამთავრებამდე რამდენიმე ტურით ადრე, ყოველი ქულა ათიათასად დაფასდა და როცა ლიდერები შედარებით სუსტ გუნდებთან კარგავენ ქულებს, უკვე რაღაც ისე ვერ არის.

“კრისტალ პალასმა” შოკში ჩააგდო სრულიად “გუდისონ პარკი” და ნახევარი ლივერპული. ხუმრობა ხომ არ არის, “ევერტონს” ისტორიაში პირველად გაუჩნდა ჩემპიონთა ლიგაში გასვლის შანსი, რამდენიმე თამაში და ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური შენია. მაგრამ პრემიერლიგის დებიუტანტმა ლონდონელმა სტუმრებმა თამაშით აჯობეს მასპინძლებს. ისინი აკონტროლებდნენ ბურთს, გამართულად თამაშობდნენ დაცვაში, ევერტონელთა ჟინიან, მაგრამ ქაოსურ შეტევებს კი სარგებელი ვერ მოჰქონდა. ყველაფერი შეიძლებოდა 61-ე წუთზე შეცვლილიყო, როცა ნეისმიტმა ერთი საპასუხო გაიტანა და მასპინძლებს თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ. მაგრამ არა, ლონდონელებმა წყნარად გააგრძელეს თამაში და ჯერომმა ისეთი თავდაჯერებით შეაგდო მესამე გოლი, რომ ნათელი გახდა, “ევერტონს” თამაში წაგებული ჰქონდა. მერსისაიდელებმა “არსენალის” გადასწრების ჩინებული შანსი ვერ გამოიყენეს.

ვერ მოიგო “სიტიმაც,” რომელიც “ლივერპულს” და “ჩელსის” ჩემპიონობისთვის ებრძვის. ჩვენი ბრიტანელი კოლეგების აზრით, ამის მთავარი მიზეზი დაშავებული იაია ტურეს მინდორზე არყიფნა იყო. აღმოჩნდა, რომ კოტდივუარელი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა “ქალაქელებისთვის.” თუმცა მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო, უკვე მე-2 წუთზე აგუეროს გადაცემით ფერნანდინიომ გახსნა ანგარიში. მაგრამ შემდეგ მანჩესტერელებმა დაცვაში შეცდომებს უმატეს, მაგალითად კომპანიმ საკუთარ საჯარიმოში ორჯერ წააგო ბრძოლა ო’შისთან და კიდევ კარგი, რომ “სანდერლენდის” მცველმა ორივეჯერ ოდნავ ააცილა კარს ბურთი.

შესვენების შემდეგ პელეგრინის შეგირდებმა აქტიურობას უმატეს. განსაკუთრებით აგუერო ცდილობდა. ჯერ მისი პასით ნეგრედოს მართებდა გაეტანა, შემდეგ თავად ურტყამდა საჯარიმოს გარედან ძალიან სახიფათოდ და მანონემ რის ვაი ვაგლახით მოიგერია. ყველაფერი მინდორზე ჯაკერინის გამოსვლამ შეცვალა, “სანდერლენდის” შეტევები უფრო მობილური გახდა და ათი წუთის ინტერვალში უიქემის მიერ შესრულებული დუბლის წყალობით უკვე “შავი კატები” დაწინაურდნენ – 1:2. ეს უკვე კატასტროფა იყო. და რომ არა მეკარე მანონეს უხეში შეცდომა, ალბათ სანდერლენდელები სამ ქულასაც წაიღებდნენ “ეტიჰედიდან.” მაგრამ მანონემ ნასრის არცთუ ძლიერი დარყმული ბურთი ვერ შეიმაგრა ხელში.

ევერტონი – კრისტალ პალასი 2:3 (0:1)

ლივერპული. “გუდისონ პარკი.”

ევერტონი: ჰოვარდი, ბეინსი, დისტინი, სტოუნზი, მაკგიდი (მაკარტი 59), ბერი (ოსმანი 59), კოულმენი, ბარკლი, მირალასი, ლუკაკუ, დელოფე (ნეისმიტი 46)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

კრისტალ პალასი: სპერონი, მარიაპა (პარი 68), დელანი, დანი, უარდი, იედინაკი, ლედლი, პანჩონი, ბოლასიე, შამახი (მიურეი 80), ჯერომი (ო’კიფი 76)

მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 0:1 პანჩონი (23), 0:2 დანი (49), 1:2 ნეისმიტი (61), 1:3 ჯერომი (73), 2:3 მირალასი (86)

გაფრთხილება: ბეინსი (65); დელანი (44), პანჩონი (90+3)

მსაჯი: ანდრე მარინერი

ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 2(9)-1(2), ჯარიმა: 6-9, კუთხური: 13-3, თამაშგარე: 0-3, სეივი: 1-3

 

მანჩესტერ სიტი – სანდერლენდი 2:2 (1:0)

მანჩესტერი. “ეტიჰედი.” 47 046

მანჩესტერ სიტი: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, საბალეტა, კოლაროვი, ნასრი, მილნერი, ხავი გარსია, ფერნანდინიო (როდუელი 87), აგუერო (იოვეტიჩი 57), ნეგრედო (ჯეკო 68)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, ვერგინი, მარკოს ალონსო, ჯონსონი, კატერმოლი, ლარსონი(ჯაკერინი 68), კოლბექი, უიქემი, ბორინი (სკოკო 69)

მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

გოლები: 1:0 ფერნანდინიო (2), 1:1, 1:2 უიქემი (73, 83), 2:2 ნასრი (88)

გაფრთხილება: საბალეტა (90+2);  (ბორინი (32), მარკოს ალონსო (65)

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 3(10)-1(8), ჯარიმა: 14-10, კუთხური: 3-6, თამაშგარე: 0-1, სეივი: 1-2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135983