ძიუდო

12:54 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო-ვერცხლის შანსი იაპონიასთან დაიკარგა

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნების შანსი დაკარგა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი ჩელიაბინსკში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე ჩეხეთის 5:0 და ყაზახეთის 4:1 ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში იაპონიასთან 1:4 დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. ერთადერთი ქულა ნაკრებს ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) მოუტანა. ამირან პაპინაშვილმა (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+90 კგ) კი თავიანთი შეხვედრები წააგეს.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართული ხუთეული ბრაზილიას დაუპირისპირდება. რეპეშაჟის მეორე ფინალში ყაზახეთი და გერმანია იბრძოლებენ, ხოლო ჩემპიონის ტიტულისთვის იაპონელები რუსებს დაეჭიდებიან.

0.116787