თამაშგარე

11:08 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოლუჩი ონვეაგბა – აფრიკული პანტერა

ნიგერიელი მოდელი, ოლუჩი ონვეაგბა ისეთი ლამაზი გოგოა და ისეთ ჯიშიან ფეხებზედა სდგას, რომ მისი დამნახავი კაცი აუცილებლად გულში დარდიანად მჯიღს ჩაიცემს და რაიმე ისეთ დამთუთქველსა და სულის დასაწიწკნს იტყვის, მის მსმენელს გული და ჯიგარი რომ ერთად დაეწვება.

ოლუჩი ონვეაგბა უკვე შვიდი წელია, რაც ევროპაში ცხოვრობს და მოღვაწეობს და მისი პოპულარობა ჩვენი პლანეტის ოთხივ კუთხით ქუხს და ზანზარებს. ამ ქალის ეშხით დამწვარი შავტუხა თუ გაქუცული ბიჭ-ბუჭობა სიყვარულის კაეშნის გაქარვებას ნილოსისა თუ დუნაის ტალღებით ცდილობენ.

ჰოდა, იმას აღარ იკითხავთ თვითონ ოლუჩის ვინ მოსწონს? ვინა და, ეს ჩვენი გადარეული მარიო ბალოტელი ჩავარდნია გულში და იძახის - მარიო თუ მოინდომებს, თანახმა ვარ ისე გადამიაროს და გადამასწოროს, როგორც უდაბნოს ქარიშხალი თელავს აფრიკის ველებსაო. მაინც რა ბედი აქვს ამ ოხერ ბალოტელის - თეთრია თუ შავია, ყველა ლამაზმანი სულ მაგას ეტრფის... 

 

0.13784