ფეხბურთი

17:47 | 19.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

«Olivier Zhuri», «Johan Kabale», «Christopher Zale» - ფრანგებმა სფფ-ის საიტს უსაყვედურეს

ფრანგულმა 20minutes-მა წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტს საყვედურობს - საფრანგეთის ნაკრების სია ორიგინალურად წარმოადგინესო. იგულისხმება ინგლისური ვერსია.

მართლაც, ფრანგი ფეხბურთელების დიდ უმეტესობას სახელ-გვარი დამახინჯებული აქვს. ეს სამი ფეხბურთელი (Olivier Zhuri, Johan Kabale, Christopher Zale) მხოლოდ სათაურისთვის გამოიტანეს, კიდევ ბევრი ფეხბურთელის სახელ-გვარია არასწორად დაწერილი. სისოკოს, კლიშის, რამის, სანიას, დებიუშის და ასე შემდეგ...

შეცდომებია ქართველი ფეხბურთელების კლუბების ინგლისურ ვერსიაშიც: "ქაისერისფორის", "კარპატის", "კრივბასის"...

"იმედი გვაქვს, რომ თემურ ქეცბაიას არ უნახავს ეს სია და მასზე დაფუძნებით არ გაკეთებულა. ჟირუ " Zhuri" ხდება, ლოიკ რემი - "Lyoko rem", კაბაი - "Kabale". ასევე, უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ ეს ფედერაციის საიტის პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზია", - წერს ფრანგული გამოცემა.

http://www.20minutes.fr/sport/football/1121159-20130319-olivier-zhuri-johan-kabale-christopher-zale-site-officiel-federation-georgienne-reinvente-liste-equipe-france-football

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099905