თამაშგარე

11:41 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ჩემპიონი დოპინგის მიღებას უარყოფს

 

დოპინგსკანდალში გაეხვია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი 200 მეტრზე გარბენსა და ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი ესტაფეტაში, იამაიკელი ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი. გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლის მაისში აღებულმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. მორბენალს დიურეტის კვალი აღმოუჩინეს, რომელიც ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრძალულ პრეპარატთა სიაშია.

სპორტსმენი კი, ამ ყველაფრის საპირისრიროდ აცხადებს რომ, აკრძალული პრეპარატი იმ საცხის შემადგენლობაში შედიოდა, რომელსაც კემპბელი ფეხის ტრამვის მკურნალობის დროს იყენებდა და ეს ფაქტი სპეციალურ გრაფაში კონტროლის წინ მიუთითა კიდეც.

გამოძიების დამთავრებამდე, მძლეოსანმა ყველა სახის შეჯიბრში მონაწილეობაზე თავადვე განაცხადა უარი. იგი დოპინგის მიღებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ რეპუტაციის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.144992