ფეხბურთი

2:02 | 3.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: შოთა არველაძე "ქაისერისფორიდან" წავიდა

შოთა არველაძე თურქული "ქაისერისფორიდან" წავიდა. ეს გადაწყვეტილება შოთამ თავად მიიღო და შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა. მიზეზი გასაგებია: "ქაისერისფორმა" სეზონი ცუდად დაიწყო, 6 ტურში მხოლოდ 4 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.
ცნობისთვის, არველაძემ 2010 წლის ზაფხულში ჩაიბარა ანატოლიური კლუბი და პირველ სეზონში მეექვსე ადგილზე გაიყვანა, ხოლო გასული სეზონი წარუმატებელი გამოდგა - მე-12 პოზიცია.
მოკლედ, ზურაბ ხიზანიშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლება. შოთამ ორ სეზონზე ოდნავ მეტი გაატარა თურქული კლუბის სათავეში.   

 

ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114707