ფეხბურთი

21:36 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფასიო “ტოტენჰემის” ფეხბურთელია

 

27 წლის არგენტინელი ცენტრალური მცველი, ფედერიკო ფასიო ლონდონის “ტოტენჰემში” გადავიდა – იუწყება “დეზების” ოფიციალური ვებგვერდი.


ფასიოში “ტოტენჰემმა” 10 მილიონი ევრო გადაუხადა “სევილია” და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა ფეხბურთელს, რომელიც ბენ იედლინის, მიხაელ ვორმის, ერიკ დაიერისა და ბენ დევისის შემდგომ, მეხუთე ახალწვეულია.

“ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით. ეს დიდი კლუბია, კარგი ფეხბურთელებით, ისტორიითა და გულშემატკივრებით”. – ციტირებს არგენტინელის სიტყვებს “მამლების” ოფიციალური ვებგვერდი.

ფასიო “სევილიაში” 2007 წლიდან თამაშობდა და 179 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

 

 

0.114298