ფეხბურთი

20:54 | 6.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნულოვანი ფრე "ბეროესთან"

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა მარტვილის "მერანმა" პირველი სპარინგ-მატჩი ჩაატარა ბულგარეთის სტარა ზაგორას "ბეროეს" წინააღმდეგ.

"მერანის" სასტარტო შემადგენლობა: მამალაძე, გაბუნია, იობაშვილი, მელიავა, ხუბუა, ფონიავა, ჯოჯუა, ბენაშვილი, ბაბუნაშვილი, კუჭუხიძე, ჩხეტიანი. მატჩი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო და ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი, თუმცა ხან თავდამსხმელები სცოდავდნენ, რიგ ეპიზოდებში კი მეკარეები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "მერანი" 63-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, რადგან მეტოქე ფეხბურთელთან უხეში თამაშის გამო მთავარმა მსაჯმა პაპუნა ფონიავა გააძევა.

მიუხედავად ამისა "მერანმა" კარის მშრალად შენახვა შეძლო და ბოლო წუთებზე "ბეროეს" მეკარეს რომ არ ეყოჩაღა, მარტვილელები გამარჯვებასაც მიაღწევდნენ.

საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 0-0 დამთავრდა. მომდევნო შეხვედრას "მერანი" გროზნოს "ტერეკის" წინააღმდეგ გამართავს.

 

ედემი ელერჯია 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171716